„ბიბისი“ - მაჯორეს ტბაზე ნავის ჩაძირვის შედეგად დაღუპულებს შორის იტალიის დაზვერვის ორი აგენტი და ისრაელის უსაფრთხოების ძალების ყოფილი წევრი არიან
„ბიბისი“ - მაჯორეს ტბაზე ნავის ჩაძირვის შედეგად დაღუპულებს შორის იტალიის დაზვერვის ორი აგენტი და ისრაელის უსაფრთხოების ძალების ყოფილი წევრი არიან

მაჯორეს ტბაზე ნავის ჩაძირვის შედეგად დაღუპულებს შორის იტალიის დაზვერვის ორი აგენტი და ისრაელის უსაფრთხოების ძალების ყოფილი წევრი არიან. როგორც „ბიბისის“ წერს, ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს. მსხვერპლთა შორის არის ასევე ნავის კაპიტნის ცოლი, რუსეთის მოქალაქე, 50 წლის ქალი.

ნავი, რომლის ბორტზეც 20-ზე მეტი ტურისტი და ეკიპაჟი იმყოფებოდა, ძლიერი ქარის შედეგად გუშინ ჩაიძირა.

იტალიური მედიის ცნობით, ნავის ბორტზე მყოფები დაბადების დღეს აღნიშნავდნენ, როდესაც ქარიშხალი ამოვარდა. 16 მეტრის სიგრძის ნავი ამოტრიალდა და ჩაიძირა. შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი ჰოსპიტალიზებულია.