ინდონეზიაში სამგზავრო ნავის ჩაძირვის შედეგად 17 ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი დაიღუპა
ინდონეზიაში სამგზავრო ნავის ჩაძირვის შედეგად 17 ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი დაიღუპა

ინდონეზიაში სამგზავრო ნავის ჩაიძირა, რის შედეგადაც 17 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ოთხი ბავშვია, – ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

სააგენტოს ცნობით, ინციდენტი აღმოსავლეთ იავას პროვინციის სანაპირო ზოლთან ახლოს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოტორიანი სამგზავრო ნავის კატასტროფის დროს მაშველებმა 39 მგზავრის გადარჩენა მოახერხეს. ერთ პირს კი, ამ დრომდე ეძებენ.

„როიტერის“ ცნობით, სამგზავრო ნავის ჩაძირვა ძლიერმა ღელვამ გამოიწვია. ხის ნავზე სულ 57 ადამიანი იმყოფებოდა.

ინდონეზიაში მსგავსი კატასტროფები იშვიათი არ არის. ხშირ შემთხვევებში, ინციდენტების მიზეზი ბორტზე მგზავრების გადაჭარბებული რაოდენობაა.

ბოლოს ყველაზე მასშტაბური კატასტროფა გასულ წელს მოხდა, როდესაც სუმატრას რეგიონში, ტობას ტბაზე ბორანი ჩაიძირა. მაშინ ბორტზე მყოფი 200-ზე მეტი მგზავრიდან მხოლოდ 18 გადარჩა.