იტალიაში, მაჯორეს ტბაზე ნავის ჩაძირვის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
იტალიაში, მაჯორეს ტბაზე ნავის ჩაძირვის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

ჩრდილოეთ იტალიაში, მაჯორეს ტბაზე ნავის ჩაძირვის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა.

როგორც „ბიბისი“ იტალიურ მედიაზე დაყრდნობით წერს, შემთხვევის დროს ნავში 25-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ტურისტები, რომლებიც დაბადების დღეს აღნიშნავდნენ, რა დროსაც ტბაზე ქარიშხალი ამოვარდა.

სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ჩართულები იყვნენ მყვინთავთა ჯგუფები და ვერტმფრენები. ადგილზე იყო მობილიზებული სასწრაფო დახმარების მანქანაც.

იტალიურ მედიაში გავრცელებული ცნობებით, მსხვერპლთა შორის არიან იტალიის, ისრაელისა და რუსეთის მოქალაქეები.