ლიბიის სანაპიროსთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა, არინ დაღუპულები
ლიბიის სანაპიროსთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა, არინ დაღუპულები

ლიბიის სანაპიროსთან მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

„როიტერის“ ინფორმაციით, მაშველები 25 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია ქალი და ბავშვი.

ლიბიის სანაპირო დაცვის პატრულმა 73 მიგრანტი გამოიყვანა, რომლებიც სუდანის, კენიის, კოტ დივუარის და ნიგერიის მოქალაქეები არიან.

გაერო-ს მიგრაციის სააგენტოს მონაცემებთ, გასულ წელს ხმელთაშუა ზღვაში 2 297 მიგრანტი დაიღუპა, 117 ათასმა ადამიანმა კი, ევროპის კონტინენტს მიაღწია.

2011 წელს, მუამარ კადაფის ჩამოგდების შემდეგ, ლიბიის დასავლეთ სანაპირო ევროპაში მიგრანატების გასამგზავრებლად ერთ-ერთი აქტიური ზონა გახდა.