თურქეთის სანაპიროსთან მიგრანტებით სავსე ნავი ჩაიძირა
თურქეთის სანაპიროსთან მიგრანტებით სავსე ნავი ჩაიძირა

თურქეთის სანაპიროსთან ნავი ჩაიძირა. დაიღუპა სულ მცირე 10 ადამიანი. ყველა გარდაცვლილი არალეგალი მიგრანტია.

თურქული მედიის ინფორმაციით, შემთხვევა იზმირის რაიონში მოხდა. მაშველებმა ორი მიგრანტის გადარჩენა შეძლეს. ამ ეტაპზე კიდევ 10 ადამიანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

არალეგალი მიგრანტები თურქეთის გავლით ევროპაში მოხვედრას ცდილობენ. 2017 წელს ამ მარშრუტით 171 ათასი ადამიანი შეეცადა ევროპის კონტინენტზე ჩასვლას. მათგან სამი ათასზე მეტი დაიხრჩო.