„ბიბისი“ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების პერიოდში, მოსწავლეებს ტელესკოლას შესთავაზებს
„ბიბისი“ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების პერიოდში, მოსწავლეებს ტელესკოლას შესთავაზებს

„ბიბისი“ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების პერიოდში, მოსწავლეებს ტელესკოლას შესთავაზებს.

როგორც ტელეკომპანიაში განაცხადეს, ტელეგაკვეთილები დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ორ არხზე გავა ეთერში-„ბიბისი ორზე“ და „სიბისიზე“.

ტელეგაკვეთილები დაწყებითი, საშუალო კლასის და უფროსკლასელი მოწაფეებისთვისაა განკუთვნილი. ყოველდღიურად ბავშვებისთვის სრულფასოვანი გაკვეთილების ტრანსალაცია ხუთ საათს გაგრძელდება.

გაზაფხულზე კარანტინის დროს მოსწავლეებს ტელეგაკვეთილების ნახვა მხოლოდ ინტერნეტით შეეძლოთ. ამჯერად გადაწყდა, რომ გაკვეთილების ტრანსლაცია ტელევიზიითაც მოხდება, რადგან ზოგიერთ ოჯახს ულიმიტო ინტერნეტის საფასურის გადახდის საშუალება არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო დიდ ბრიტანეთში სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ.