„ბიბისი“ - ჯორჯ ფლოიდის სიკვდილი: რატომ გაეხვია ამერიკული ქალაქი ცეცხლის ალში
„ბიბისი“ - ჯორჯ ფლოიდის სიკვდილი: რატომ გაეხვია ამერიკული ქალაქი ცეცხლის ალში

მინეაპოლისში ფერადკანიანთა თემსა და პოლიციას შორის დაპირისპირება ჯორჯ ფლოიდის სიკვდილით არ დაწყებულა. ეს წლებია გრძელდება, – წერს „ბიბისი“.

პუბლიკაციაში სახელწოდებით, „ჯორჯ ფლოიდის სიკვდილი: რატომ გაეხვია ამერიკული ქალაქი ცეცხლის ალში?“ „ბიბისის“ ჟურნალისტი ჯესიკა ლასენჰოფი მინესოტას შტატის ორ ქალაქში არსებულ ვითარებას აღწერს.

„2015 წელს მინეაპოლისში აქციები მოჰყვა 24 წლის ჯამარ კლარკის სიკვდილს, რომელიც პოლიციის დევნის ოპერაციის დროს მოკლეს. 2016 წელს კი პოლიციამ მოკლა ფილანდო კასტილია. შემთხვევა ქალაქის იმ ნაწილში მოხდა, რომელიც დღეს საპროტესტო აქციების ეპიცენტრად ითვლება. 2017 წელს პოლიციის ოფიცერმა ესროლა და მოკლე ჯასთინ დამონდი, რომელმაც ცხელ ხაზზე სექსუალური შევიწროების შესახებ განაცხადა.

სამივე შემთხვევაში მინესოტას საპროტესტო აქციების ტალღამ გადაუარა. სამივე საქმეზე განსხვავებული შედეგი დადგა. ჯამარ კლარკის შემთხვევაში ბრალდება არავისთვის წაუყენებიათ. ჯასთინ დამონდის შემთხვევაში ბრალდებულს 12,5 წელი მიუსაჯეს, ხოლო ფილანდო კასტილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი სასამართლოში გამართლდა“,- წერს „ბიბისი“.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ მინეაპოლისი ერთის მხრივ არის მდიდარი ქალაქი, სადაც ლიბერალური პოლიტიკას მიესალმებიან, მაგრამ ამავე დროს ის უკვე წლებია ებრძვის სოციალ-ეკონომიკურ უთანასწორობას და სეგრეგაციას.

„ეს არის ფენომენი, რომელსაც „მინესოტას პარადოქსს“ უწოდებენ. ქალაქები – მინეაპოლისი და სეინთ პოლი გამორჩეულია იმით, რომ ორივე ქალაქში მოსახლეობის ერთი მეოთხედი თეთრკანიანია, ხოლო უბნები სეგრეგირებული. ფერადკანიანთა დიდი ნაწილი ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში ცხოვრობს.

ეს გამოწვეულია მეოცე საუკუნის ადრეული პერიოდის რასისტული „წითელი ხაზების“ პოლიტიკით, როდესაც ფერადკანიანთა ოჯახებს ქალაქის კონკრეტულ უბნებში სახლის შეძენის უფლებას არ აძლევდნენ. 1960-იან წლებში, მინესოტას შტატის მთავრობამ გაიყვანა მთავრი ჩქაროსნული გზატკეცილი, რომელმაც გაყო და მნიშვნელოვნად დააზიანა ფერადკანიანთა დასახლებები სენტ პოლში.

2018 წლის კვლევის მიხედვით, მინეაპოლისსა და სენტ პოლში უძრავი ქონების მფლობელი ფერადკანიანების რიცხვი, აშშ-ის მასშტაბით ყველაზე დაბალია. პანდემიის დაწყებმადეც კი ფერადკანიანების 10% უმუშევარი იყო, მაშინ როდესაც თეთრკანიანებს შორის ეს მაჩვენებელი 4%-ი გახლდათ.

2016 წელს თეთრკანიანთა ოჯახების საშუალო შემოსავალი წელიწადში 76 000 დოლარი იყო, ხოლო ფერადკანიანთა 32 000 დოლარი. ფერადკანიანთა 32%-ი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, თეთრკანიანების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 6,5%-ია.

რასობრივი უთანასწორობა თვალსაჩინოა პოლიციის ქმედებებშიც. ფილანდო კასტილიას მკველელობის შემდეგ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ იმ რაიონში, სადაც მკვლელობა მოხდა, პოლიცია ძირითადად ფერადკანიან მძღოლებს აჩერებს. ეს მაჩვენებელი 44%-ია, იმის გათვალისწინებით, რომ ქალაქის ამ ნაწილში ფერადკანიანი მოსახლეობა 7%-ს შეადგენს.

მინეაპოლისის პოლიციის 2018 წლის ანგარიშით, სხვადასხვა დარღვევებისთვის პოლიციის მიერ გაჩერებული მძღოლების 55%-ი ფერადკანიანი იყო“,- აღნიშნულია „ბიბისის“ სტატიაში.

დატოვე კომენტარი