ბერლინში გერმანულ ენაზე გამოცემული წიგნის „პეტრე ოცხელი“ პრეზენტაცია გაიმართა
ბერლინში ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით გერმანულ ენაზე გამოცემული წიგნის „პეტრე ოცხელი“ პრეზენტაცია გაიმართა.
სპეციალურად გამოცემისთვის ტექსტებზე თანამედროვე ქართველმა მწერალმა კოტე ჯანდიერმა იმუშავა, წინასიტყვაობა კი გიორგი კალანდიას, ვლადიმერ ველმინსკის და ვადიმ ზახაროვს ეკუთვნით. წიგნში შესულია 100-ზე მეტი ილუსტრაცია და სხვადასხვა დოკუმენტური მასალა.
ღონისძიება ევროპული კულტურების მუზეუმში გამომცემლობისა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ჩატარდა. პრეზენტაციას პეტრე ოცხელის შთამომავალი სალომე ოცხელი დაესწრო.