„ევროლიგის“ 24-ე ტურის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა ათენში შედგა, სადაც ერთმანეთს პრინციპული და ტრადიციული მეტოქეები დაუპირისპირდნენ.
„ოაკას“ დარბაზში,„პანათინაიკოსისა“ და „ოლიმპიაკოსის“ მატჩმა უდიდესი ინტერესი გამოიწვია. შეხვედრამ მოლოდინი გაამართლა. ძირითად დროში უძლიერესი ვერ გამოვლინდა. მასპინძლებმა დასკვნით ათწუთიან მონაკვეთში 12-ქულიანი ჩამორჩენა გამოასწორეს და თამაში ოვერტაიმში გადაიყვანეს, სადაც „ოლიმპიკაოსი“ ოდნავ უკეთესი იყო და მატჩი 87-85 მოიგო.
სტუმრებს ბრაიან რობერტმა ულიდერა. ამერიკელმა ფორვარდმა 18 ქულა გააკეთა. 15-15 ქულა შესძინეს გუნდს ვასილის სპანულისმა და გეორგიოს პრინტეზისმა. „პაოს“ შემადგნელობაში მორიგი ორმაგი დუბლი გაიფორმა ნიკ კალატესმა. უკანახზელის ანგარიშზე 23 ქულა და 10 შედეგიანი გადაცემაა.
21 ქულა ჩაიწერა აქტივში ჯეიმს გისტმა. მარცხის მიუხედავად, „პანათინაიკოსი“ „პლეი-ოფის“ ზონაშია. ხავიერ პასკუალეს გუნდი, ამ ეტაპზე, მე-7 პოზიციაზე იმყოფება. რაც შეეხება „ოლიმპიაკოსს“, პირეოსელები მეორე ადგილზე იმყოფებიან.
გუშინვე კიდევ ერთი ცენტრალური დაპირისპირება შედგა, რომელშიც მადრიდის „რეალმა“ საკუთარ დარბაზში, „ევროლიგის“ მოქმედ ჩემპიონთან, სტამბოლის „ფენერბახჩესთან“, ანგარიშით 83-86 წააგო.