ვეზენკოვი ევროლიგის MVP-ი გახდა #1TVSPORT
ვეზენკოვი ევროლიგის MVP-ი გახდა #1TVSPORT

„ოლიმპიაკოსის“ ფორვარდი ალექსანდარ ვეზენკოვი ევროლიგის 2022-23 წლების სეზონის უძვირფასეს მოთამაშედ (MVP) დაასახელეს.

რეგულარული სეზონის 38 მატჩში 27 წლის ბულგარელმა საშუალოდ 17.2 ქულა და 6.8 მოხსნა დააგროვა, თამაშიდან ტყორცნების 53.7 პროცენტი ჩააგდო და სამქულიანები 38.5 პროცენტის სიზუსტით ისროლა. ვეზენკოვი ორჯერ გახდა თვის MVP – ნოემბერსა და თებერვალში.

ცოტა ხნის წინ დაიწერა, რომ ვეზენკოვთან კონტრაქტის გაფორმებას აპირებს NBA-ის კლუბი „საკრამენტო კინგზი“.

„ოლიმპიაკოსი“ ევროლიგის ფინალში გავიდა „მონაკოს“ დამარცხების შემდეგ. გადამწყვეტ მატჩში ბერძნული კლუბი მადრიდის „რეალს“ შეხვდება, რომელმაც, თავის მხრივ, ნახევარფინალში „ბარსელონას“ მოუგო.