„საკრამენტო კინგზი“ ბულგარელ ვარსკვლავს, ვეზენკოვს გაიფორმებს #1TVSPORT
„საკრამენტო კინგზი“ ბულგარელ ვარსკვლავს, ვეზენკოვს გაიფორმებს #1TVSPORT

NBA-ის კლუბი „საკრამენტო კინგზი“ და საბერძნეთის „ოლიმპიაკოსის“ ფორვარდი ალექსანდარ ვეზენკოვი ახლოს არიან კონტრაქტის გაფორმებასთან. ლიგის ინსაიდერმა მარკ სტეინმა გარიგების დადებას „გარდაუვალი“ უწოდა.

„საკრამენტო“ უფლებებს ფლობს ბულგარეთის ნაკრების ლიდერზე.

ვეზენკოვი ალფონსო ფორდის სახელობის პრიზის მფლობელია, რომელიც ევროლიგის ყველაზე შედეგიან კალათბურთელს გადაეცემა. სეზონის 38 მატჩში ბულგარელმა საშუალოდ 17.3 ქულა დააგროვა.