ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატმა, სვეტლანა ციხანოვსკაიამ მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა [ვიდეო]
ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატმა, სვეტლანა ციხანოვსკაიამ მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა. ვიდეოჩანაწერში მან პატიმრობაში მყოფ მეუღლეს, ბლოგერ სერგეი ციხანოვსკის დაბადების დღე მიულოცა.
მიმართვისას სვეტლანა ციხანოვსკაია თავისი ქმრის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს სპეცსამსახურების მიერ გაყალბებულს უწოდებს.
„მთელი ეს აღმაშფოთებელი უსამართლობა და უკანონობა გვაჩვენებს, როგორ მუშაობს ჩამპალი სისტემა, სადაც ყველაფერს ერთი ადამიანი აკონტროლებს. უკვე 26 წელია, ერთ ადამიანს მთელი ქვეყანა შიშში ჰყავს, ერთმა ადამიანმა ბელარუსებს თავიანთი არჩევანი მოჰპარა.
ჩემი მეუღლე, სერგეი ციხანოვსკი მთხოვს, მისი სიტყვები გადმოგცეთ. ის და სხვა პოლიტპატიმრები სხედან, თუმცა ის გთხოვთ, რომ თქვენ არ ისხდეთ, გააკეთოთ ყველაფერი, რათა ქვეყანაში ვიცხოვროთ სიცოცხლისთვის. დაბადების დღეს გილოცავ, სერგეი“, – ამბობს ციხანოვსკაია.
სერგეი ციხანოვსკი სამართალდამცველის მიმართ ძალადობის ბრალდებით ქალაქ გროდნოში 2020 წლის 29 მაისს დააკავეს.