გერმანიის პოლიციამ ესპანეთის მიერ ძებნილი კატალონიის ექს-ლიდერი დააკავა, – ამის შესახებ BBC იუწყება.
გამოცემის ცნობით, კარლეს პუიჩდემონი სამართალდამცავებმა დანიის საზღვრის გადაკვეთის დროს დააკავეს, როდესაც ის ბრიუსელში ბრუნდებოდა.
შეგახსნებთ, რომ კარლეს პუიჩდემონს ბრალად ედება კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ უკანონო რეფერენდუმის ჩატარება, ამბოხის მოწყობა და კანონიერი ხელისუფლების დაუმორჩილებლობა.
მის დაკავებას ესპანეთი ითხოვდა. მანამდე ვრცელდებოდა ცნობა, რომ პუიჩდემონი ფინეთში იმყოფებოდა, საიდანაც ბრიუსელში დაბრუნდა.