„ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებულებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.
დაზარალებულები პროკურატურის წინ კარვის გაშლას აპირებდნენ, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.
მათი მთავარი მოთხოვნა დირექტორი გიორგი მაჭავარიანისა და სააქციო საზოგადოება „ბავშვთა სამყაროს” აქციონერების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემაა.
აქციის მონაწილეები ირაკლი შოთაძის გადადგომასაც ითხოვენ.
დაზარალებულები მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.