პროკურატურასთან აქციაზე დაკავებული რვა პირიდან ოთხი მათგანი პოლიციამ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა, დანარჩენები კი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს
პროკურატურასთან აქციაზე დაკავებული რვა პირიდან ოთხი მათგანი პოლიციამ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა, დანარჩენები კი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს

პროკურატურასთან აქციაზე დაკავებული რვა პირიდან ოთხი მათგანი პოლიციამ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა, დანარჩენები კი ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

აქციის მონაწილეთა ნაწილი კახეთის გზატკეცილზე, შსს შენობასთან იყვნენ შეკრებილი, რომლებმაც შსს-ს შენობიდან ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორთან გადაინაცვლეს.

დაკავებულების იზოლატორში მოთავსების შემდეგ, ადვოკატი მათ მონახულებას აპირებს.

საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან მოძრაობა „სირცხვილიას“, ელენე ხოშტარიას მოძრაობა „დროას“, „თბილისი პრაიდის“, „მოძრაობა საქართველოსთვის“ აქტივისტების ორგანიზებით აქცია გაიმართა. ისინი ნინოწმინდის პანსიონში მყოფი ბავშვების მდგომარეობასთან დაკავშირებით სრული ინფორმაციის მიღებას, პროკურატურის შენობაში შესვლას ან აღნიშნულ საქმეზე პასუხისმგებელი პროკურორის გამოსვლას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეებმა პროკურატურის შენობაში შესვლა სცადეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

სახალხო დამცველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, 2016-2021 წლებში გამოძიება სისხლის სამართლის ოთხ საქმეზეა დაწყებული.