„ბავშვი მოკლეს და იარაღის ძებნა მერე დაიწყეს“ - მოწმის ჩვენებამ სოსო რობაქიძის პროტესტი გამოიწვია [ვიდეო]

ბავშვი მოკლეს და იარაღის ძებნა მერე დაიწყეს, – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომაზე სოსო რობაქიძემ განაცხადა.

სხდომაზე ხმაური დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილმა მოწმემ, გრიგოლ ბაშალეიშვილის მეწყვილემ, ლევან ლობჟანიძემ გამოიწვია. ყოფილმა პატრულ-ინსპექტორმა განაცხადა, რომ 2004 წელს იარაღები ახალგაზრდებისთვის არ დაუდიათ.

სოსო რობაქიძეს პროტესტის შემდეგ, მოსამართლემ მას დარბაზი დაატოვებინა. მოწმის ჩვენებასთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვა ზაზა ბაქრაძემაც, რომელსაც ამ საქმეზე აღიარებითი ჩვენება აქვს მიცემული.