საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აჭარის სამმართველოს უფროსის მოადგილე მამუკა თურმანიძე აცხადებს, რომ ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარი ლიკვიდირებულია. მისივე განცხადებით, ამ დროისთვის ყველა პირი გამოყვანილია სასტუმროს ნომრებიდან და არცერთი მათგანი არაა ლიფტში გაჭედილი.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის აჭარის სამმართველოს უფროსის მოადგილის ცნობით, სასტუმროში მცირედი დაკვამლიანებაა. ხოლო, რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზს, ამას შესაბამისი სამსახურები დაადგენენ.
სახანძრო სამსახურში ასევე აცხადებენ, რომ ძლიერი დაკვამლიანების შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ ადგილზე 4 წუთში მივიდა 15 სახანძრო სამაშველო ეკიპაჟი და დამატებით 4 ეკიპაჟი გამოცხადდა. შენობის დათვალიერება ამ დროისთვისაც მიმდინარეობს.