ბათუმში ოპოზიციამ აჭარის მთავრობის შენობის წინ მორიგი აქცია გამართა
ბათუმში ოპოზიციამ აჭარის მთავრობის შენობის წინ დღეს მორიგი აქცია გამართა და კიდევ ერთხელ გააჟღერა მოთხოვნები, რომელიც პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე არჩევნებს, ასევე ცესკო-სა და უსკო-ს ადმინისტრაციების შეცვლას უკავშირდება.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უმაღლესი საბჭოს მანდატებზე უარს ამბობენ, სამართლებრივი პროცედურების დაწყებას კი უმაღლესი საბჭოს პირველივე სხდომის დღეს აპირებენ. ამავე დღეს აანონსებენ საპროტესტო აქციასაც.
აჭარის უმაღლეს საბჭოში ბარიერი ორმა პარტიამ – „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადალახა. 21 მანდატიდან 14 მმართველმა პარტიამ, ხოლო შვიდი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიპოვა.