ბათუმში მოძრაობა „სირცხვილიას“ საპროტესტო აქცია გაიმართა
ბათუმში მოძრაობა „სირცხვილიას“ საპროტესტო აქცია გაიმართა

მოძრაობა „სირცხვილიას“ საპროტესტო აქცია დღეს ბათუმში გაიმართა. აქტივისტები მედეას ძეგლთან შეიკრიბნენ და ადგილობრივებს 20 სექტემბერს თბილისში დაგეგმილ აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდეს.

„ჩვენ გავდივართ რეგიონებში. გვინდა, რომ არა მარტო რუსთაველიდან, არამედ რეგიონებიდანაც ისმოდეს ხალხის ხმა. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ გავმთლიანდებით, გავძლიერდებით და 20 სექტემბერს შემაჯამებელ მანიფესტაციას გავმართავთ პარლამენტის წინ“, – განაცხადა მოძრაობის წარმომადგენელმა, გეგა სალუქვაძემ.