ბათუმში მიკროავტობუსების მძღოლთა ნაწილმა მუშაობა განაახლა
ბათუმში მიკროავტობუსების მძღოლთა ნაწილმა მუშაობა განაახლა

ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლთა საპროტესტო აქცია დღეს დასრულდა. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ისინი დაელოდებიან ქალაქის მერს, რომელიც მივლინებაში იმყოფება და ორ დღეში ბრუნდება.

მძღოლები მასთან მოლაპარაკების შედეგების მიხედვით მიიღებენ გადაწყვეტილებას, გააგრძელონ თუ არა პროტესტი.

მერთან შეხვედრის პირობა აქციის მონაწილეებმა ვიცე-მერისგან მიიღეს.

მძღოლებმა დღეს საპროტესტო აქცია მერიის შენობასთან დაიწყეს, შემდეგ კი აჭარის მთავრობის შენობასთან გააგრძელეს. ისინი სამარშრუტო ხაზების ოპტიმიზაციას აპროტესტებენ, რის გამოც, მათივე განცხადებით, მძღოლების ნახევარი სამუშაოს დაკარგავს.

ამ დროისთვის მძღოლების ნაწილმა მუშაობა უკვე განაახლა.