ბათუმში, ხელვაჩაურის სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ნეშტების დაკრძალვის თარიღი გადაიდო
ბათუმში, ხელვაჩაურის სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ნეშტების დაკრძალვის თარიღი გადაიდო

ბათუმში, ხელვაჩაურის სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ნეშტების დაკრძალვის თარიღი გადაიდო, – ამის შესახებ განცხადებას ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ავრცელებს.

„მოგახსენებთ, რომ 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა დაკრძალვა დაგეგმილი იყო ა/წ 21 აპრილს. მოსამზადებელი სამუშაოების გამო დაკრძალვის თარიღი გარკვეული ვადით გადაიდო, რადგანაც იქმნება სამთავრობო კომისია, ასევე მოწვეულია სამხარაულის საექსპერტო ბიუროს ჯგუფი, რომელიც შექმნის დნმ-სთვის საჭირო ბაზას და სამომავლოდ შთამომავლებს შესაძლებლობა ექნებათ დნმ-ის ანალიზის საშუალებით წინაპართა იდენტიფიცირების. დაკრძალვის ადგილსა და თარიღს წინასწარ გაცნობებთ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ინფორმაციით, ბათუმში, ხელვაჩაურის სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა საერთო სამარხი აღმოაჩინეს. ეპარქიის ცნობით, ოთხ სამაროვანში 150-მდე ნეშტი უწესრიგოდ იყო დამარხული. 21 აპრილს ეპარქია გარდაცვლილთა ნეშტების პატივით დამარხვას გეგმავს. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ 1937-1938 წლებში ბათუმში დახვრეტილ პირთა სია გამოაქვეყნა, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.