ბათუმში ხანძრის შედეგად 30-წლამდე მამაკაცი დაშავდა
ბათუმში ხანძრის შედეგად 30-წლამდე მამაკაცი დაშავდა

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე ხანძრის შედეგად 30-წლამდე მამაკაცი დაშავდა.

პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, ცეცხლი ხუთსართულიან კორპუსში დაახლოებით ერთი საათის წინ, სავარაუდოდ ელექტროსადენებისგან გაჩნდა. დაშავებული ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა.

ბინაში დაზიანებულია საყოფაცხოვრებო ნივთები, ცეცხლის ლიკვიდირება სახანძრო სამაშველო სამსახურმა მალევე შეძლო. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. პაციენტს სხეულის მსუბუქი დამწვრობა აღენიშნება.

შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე სამართალდამცავები მუშაობენ.