ბათუმში ე.წ. ოცნების ქალაქში მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ
საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ბათუმში ე.წ. ოცნების ქალაქში. ექვსი წლის წინ ყოფილი სამხედრობაზების ტერიტორიაზე თვითნებურად შესახლებულები მთავრობისგან ტერიტორიაზე მრავალსართულიანი საცხოვებელი კორპუსების მშენებლობასა და მათთვის ბინების გადაცემას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ წლების განმავლობაში ხელისუფლება მათი პირობებითა და პრობლემით არ დაინტერესებულა, დასახლებაში კი თვითნებურად შეჭრილთა რაოდენობა დღითი დღე იზრდება.
აქცია გამაფრთხილებელი ხასიათისაა. “ოცნების ქალაქის” ბინადრები 1 მარტს აქციის გამართვას აჭარის მთავრობასთან გეგმავენ.
ამჟამად ხელვაჩაურში თვითნებურად დასახლებულთა რაოდენობა 2500 ოჯახს აჭარბებს.