ზაზა გაბუნია – მოხარული ვარ, რომ ცენტრალური ხელისუფლება და აჭარის მთავრობა ახერხებენ, გეტოს სახის დასახლება თანამედროვე საცხოვრებლად იქცეს

17:12, 06.02.2019

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია საქართველოს მთავრობის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ე.წ. ოცნების ქალაქის მოსახლეობისთვის ბინები აშენდება.

„იმ დასახლებაში, სადაც მრავალშვილიანი ოჯახები, ვეტერანები და სოციალურად დაუცველები ცხოვრობენ, იდგა უამრავი პრობლემა. გარემო არის ანტისანიტარიული და საფრთხის შემცველი.

ნორმალური საცხოვრებელი პირობების არარსებობის გამო ზოგიერთ ოჯახს შვილები სხვაგან ჰყავდათ მიბარებული და ვითარება იყო რთული. მოხარული ვარ, რომ ცენტრალური ხელისუფლება და აჭარის მთავრობა ახერხებენ, გეტოს სახის დასახლება თანამედროვე საცხოვრებლად იქცეს“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

მსგავსი