ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარი იყო. ხანძრის შედეგად კაკაბაძეების საცხოვრებელი სახლი დაიწვა. 5-სულიანი ოჯახი ღის ცის ქვეშ დარჩა.

ცეცხლი გვერდით მდებარე საცხოვრებელ სახლსაც მოედო, თუმცა მეხანძრეებმა ცეცხლი მალევე ჩააქრეს.

ადგილობრივების თქმით, საცხოვრებელ სახლებში ხანძარი ხშირად ჩნდება. ცეცხლის გამომწვევი მიზეზი ხშირად გაუმართავი ელექტროსადენებია.

ადგილზე რამდენიმე სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძარი ლიკვიდირებულია.