რამაზ ჯინჭარაძე - ე.წ. ოცნების ქალაქში თვითნებურად დასახლებულთა შორის აღმოჩნდნენ ოჯახები, რომლებსაც რეგისტრირებული უძრავი ქონება აქვთ 
რამაზ ჯინჭარაძე - ე.წ. ოცნების ქალაქში თვითნებურად დასახლებულთა შორის აღმოჩნდნენ ოჯახები, რომლებსაც რეგისტრირებული უძრავი ქონება აქვთ 

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე აცხადებს, რომ ხელვაჩაურის ყოფილი სამხედრო ბაზების ტერიტორიაზე, ე.წ. ოცნების ქალაქში თვითნებურად დასახლებულთა შორის აღმოჩნდნენ ოჯახები, რომლებსაც რეგისტრირებული უძრავი ქონება აქვთ, თუმცა სახელმწიფოსგან საცხოვრებლით დაკმაყოფილებას ითხოვენ.

მისივე თქმით, კვლევის პროცესში გაირკვა, რომ დასახლებულთა ნაწილი ალტერნატიულ საცხოვრებელს ფლობს, ან ერთხელ უკვე მიღებული აქვს კომპენსაცია.

„იყო ისეთი ოჯახი, რომელმაც ავტომაგისტრალის მშენებლობის გამო აიღო კომპენსაცია, გადმოვიდა აქეთ და ახლა ბინის მიღება სურს. ასეთი ფაქტებიც არის“, – აცხადებს კომისიის ხელმძღვანელი აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე.

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახების რეგისტრაცია 2019 წლის 9 თებერვალს დაიწყო. სამთავრობო კომისიას დასახლებაში 1 727 ჯიხური ქოხი აღრიცხული. ამ დროისთვის რეგისტრაცია 600-ზე მეტმა ოჯახმა გაიარა.

სარეგისტრაციო პროცესი დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება. რის შემდეგაც რეგისტრირებულ მოქალაქეების საქმეებს სპეციალური კომისია თავიდან შეისწავლის.

როგორც ცნობილია, წელს აჭარის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ე.წ. ოცნების ქალაქში შესახლებულებისთვის საცხოვრებელი კორპუსები ააშენოს, რისთვისაც საწყის ეტაპზე ბიუჯეტიდან 10 მილიონი გამოიყოფა.