ბათუმში, ბერიძის ქუჩაზე ოთხი საცხოვრებელი სახლის სხვენი დაიწვა
ბათუმში, ბერიძის ქუჩაზე ოთხი საცხოვრებელი სახლის სხვენი დაიწვა

ბათუმში, ბერიძის ქუჩაზე ოთხი საცხოვრებელი სახლის სხვენი დაიწვა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. რამდენიმე ადამიანს სასწრაფო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

ბერიძის ქუჩაზე მობილიზებული იყო რვა სახანძრო ბრიგადა. ხანძარი ლიკვიდირებულია.

ამ დროისთვის, ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზად დაუდევრობა სახელდება.

ადგილზე იმყოფებოდა ქალაქის მერი ლაშა კომახიძე. მისი განცხადებით, დაზარალებულებს მერია დაეხმარება.