ბათუმში აქციის მონაწილეებმა ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მაყურებლები კინოთეატრიდან გალობით გააცილეს
ბათუმში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ საპრემიერო ჩვენებები დასრულდა. ბოლო დღემ კინოთეატრ „აპოლოსთან“ ექსცესების გარეშე, მშვიდად ჩაიარა.
კინოჩვენების მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეებმა, წინა დღეებისგან განსხვავებით, სტრატეგია შეცვალეს და დღეს მაყურებლები გალობით გააცილეს.
მთელი კინოჩვენების განმავლობაში აქციის მონაწილეები ლოცულობდნენ და გალობდნენ. მათ სანთლები აანთეს და როგორც განაცხადეს, სიმბოლურად „გეიპროპაგანდას პანაშვიდი გადაუხადეს“.