ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო კორონავირუსით გარდაცვლილ სამ პაციენტთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო აჭარაში კორონავირუსით გარდაცვლილ სამ პაციენტთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც საავადმყოფოში აცხადებენ, სამივე პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.
„62 წლის ქალს აღენიშნებოდა: „კოვიდ-19“, პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი, თავის ტვინის ინფარქტი, კომა, თირკმლის უკმარისობა. გადატანილი დაავადება: მიოკარდიუმის ინფარქტი, აორტოკონორალური შუნტირება, გულის უკმარისობა. პაციენტის მდგომარეობა რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მეორე პაციენტი 52 წლის მამაკაცი იყო. მას აღენიშნებოდა: „კოვიდ-19“, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. თანმხლები დაავდებები: თირკმლის ავთვისებიანი სიმსივნე. პაციენტის მდგომარეობა რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 07:10:2020 საათზე.
რაც შეეხება 84 წლის ქალს, მას აღენიშნებოდა „კოვიდ-19“, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. თანმხლები დაავდებები: გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია. პაციენტის მდგომარეობა რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – აღნიშნულია ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფორმაციაში.
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ სამი პაციენტი გარდაიცვალა და საერთო რიცხვმა 66 შეადგინა.