აჭარაში კორონავირუსით გარდაცვლილი ოთხივე პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა

11:34, 10.10.2020

კორონავირუსით გარდაცვალების ექვსი შემთხვევიდან ოთხი აჭარაში დაფიქსირდა.

აჭარაში გარდაცვლილთა შორის სამი ქალი და ერთი მამაკაცია. ოთხივე მათგანი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

„კოვიდ-19“-ის 222 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა რეგიონში, გამჯანმრთელდა 199 პირი.

ამ დროისთვის კლინიკებში მკურნალობს 535 ინფიცირებული, მათ შორის რეანიმაციაშია 45, თავისუფალი საწოლების რაოდენობა ამ დროისთვის 102-ია.

კოვიდსასტუმროებში რჩება 895 პირი, ბინაზე კი 800-ზე მეტი პაციენტი მკურნალობს.

მსგავსი