აჭარაში კორონავირუსით გარდაცვლილი ოთხივე პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა
კორონავირუსით გარდაცვალების ექვსი შემთხვევიდან ოთხი აჭარაში დაფიქსირდა.
აჭარაში გარდაცვლილთა შორის სამი ქალი და ერთი მამაკაცია. ოთხივე მათგანი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
„კოვიდ-19“-ის 222 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა რეგიონში, გამჯანმრთელდა 199 პირი.
ამ დროისთვის კლინიკებში მკურნალობს 535 ინფიცირებული, მათ შორის რეანიმაციაშია 45, თავისუფალი საწოლების რაოდენობა ამ დროისთვის 102-ია.
კოვიდსასტუმროებში რჩება 895 პირი, ბინაზე კი 800-ზე მეტი პაციენტი მკურნალობს.