კორონავირუსით გარდაცვლილი 39-ე პაციენტი 60 წლის ქალია, ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა
კორონავირუსით გარდაცვლილი 39-ე პაციენტი 60 წლის ქალია, ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს კორონავირუსით გარდაცვალების უკვე მეორე შემთხვევა დაფიქსირდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ კლინიკაში 60 წლის ქალი გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, დღეს დილით ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 61 წლის ქალი გარდაიცვალა. ქვეყნის მასშტაბით ვირუსისგან გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 39-ს შეადგენს.