ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან კოვიდინფიცირებული პაციენტის გადმოვარდნასთან დაკავშირებით კლინიკა განცხადებას ავრცელებს
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან კოვიდინფიცირებული პაციენტის გადმოვარდნასთან დაკავშირებით კლინიკა განცხადებას ავრცელებს

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან 73 წლის კოვიდინფიცირებული პაციენტი გადმოვარდა. ინფორმაციას კლინიკა ავრცელებს.

„მამაკაცი თერაპიულ განყოფილებაში მკურნალობდა. ის გახლავთ ამავე კლინიკის თანამშრომლის ოჯახის წევრი და პერიოდულად თავად მეთვალყურეობდა. შემთხვევის მიზეზი უცნობია, ამ დროს პალატაში სხვა პირი არ იმყოფებოდა.

ამჟამად პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, დადგინდა გულ-მკერდის მიდამოში ორი ნეკნის მოტეხილობა და მუცლის ღრუში მცირედი სისხლჩაქცევები. პაციენტს უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება“, – ნათქვამია რესპუბლიკური საავადმყოფოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.