კორონავირუსით გარდაცვლილი 36-ე პაციენტი 79 წლის მამაკაცია, ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა
კორონავირუსით გარდაცვლილი 36-ე პაციენტი 79 წლის მამაკაცია, ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა

კორონავირუსით გარდაცვლილი 36-ე პაციენტი 79 წლის ასაკის მამაკაცია. პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მას აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები, როგორიცაა გულის ქრონიკული უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა.

„პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – აცხადებენ სამინისტროში.