ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში „კოვიდ 19“-ით ინფიცირებული 210 პაციენტიდან 46 რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში „კოვიდ 19“-ით ინფიცირებული 210 პაციენტიდან 46 რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 447 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა – 427 პაციენტი. რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 460-ს მიაღწია.

აჭარაში კვლავ მაღალია ლეტალობის მაჩვენებელი. ბოლო  დღე-ღამეში გარდაცვლილია 13 პაციენტი.

„ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში „კოვიდ 19“-ით ინფიცირებული 210 პაციენტიდან 46 რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს, ხოლო ექვსი კრიტიკულად მძიმედაა. ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. სამწუხაროდ, აჭარის სხვადსხვა კლინიკებში 13 პაციენტი გარდაიცვალა, მათი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო“,- განაცხადა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მენეჯერმა, გია კიკაბიძემ.