ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში „კოვიდ 19“-ით ინფიცირებული 210 პაციენტიდან 46 რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს
აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 447 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა – 427 პაციენტი. რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 460-ს მიაღწია.
აჭარაში კვლავ მაღალია ლეტალობის მაჩვენებელი. ბოლო დღე-ღამეში გარდაცვლილია 13 პაციენტი.
„ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში „კოვიდ 19“-ით ინფიცირებული 210 პაციენტიდან 46 რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს, ხოლო ექვსი კრიტიკულად მძიმედაა. ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. სამწუხაროდ, აჭარის სხვადსხვა კლინიკებში 13 პაციენტი გარდაიცვალა, მათი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო“,- განაცხადა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მენეჯერმა, გია კიკაბიძემ.