ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, დღეს ორი პაციენტი გარდაიცვალა. კლინიკაში განმარტავენ, რომ გარდაცვლილები არიან 65 წლის ქალი და 70 წლის მამაკაცი.
„65 წლის ქალი, დიაგნოზი: „კოვიდ-19“, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობა. პაციენტის მდგომარეობა რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 6 ოქტომბერს. 70 წლის მამაკაცი, დიაგნოზი: „კოვიდ-19“, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ღვიძლის მწვავე უკმარისობა, დისტრეს სინდრომი. თანმხლები დაავადებები: მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის ქრონიკული უკმარისობა, ღვიძლის ციროზი. პაციენტის მდგომარეობა რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 6 ოქტომბერს“, – აცხადებენ რესპუბლიკურ საავადმყოფოში.
კლინიკის ინტენსიურ და რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება 44 პაციენტი, მათგან ხუთი კვლავ კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
აჭარაში „კოვიდის“ მართვაში ჩართულია ცხრა კლინიკა, თავისუფალი საწოლების რაოდენობა დღეისთვის 53-ს შეადგენს.