ბათუმი-ქობულეთის ცენტრალურ მაგისტრალზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
ბათუმი-ქობულეტის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე სამგზავრო ავტობუსი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა, რის შედეგადაც ქვეითად მიმავალი ქალი დაშავდა.
დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ავტოსაგზაო შემთხვევისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.