ბათუმი-ქობულეთის ცენტრალურ მაგისტრალზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

14:38, 19.07.2018

ბათუმი-ქობულეტის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე სამგზავრო ავტობუსი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა, რის შედეგადაც ქვეითად მიმავალი ქალი დაშავდა.

დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ავტოსაგზაო შემთხვევისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

მსგავსი