მსოფლიოს 77-ე ჩოგანმა, ქართველმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დელრეი ბიჩის ტურნირი პირველივე წრეში წააგო. ის საათსა და 11 წუთში ორ სეტში დამარცხდა ამერიკელ სტივ ჯონსონთან, რომელიც მსოფლიო კლასიფიკაციაში 51-ე ადგილზეა – 3:6, 4:6.
ბასილაშვილს მატჩში უფრო მეტი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა (ექვსი ხუთის წინააღმდეგ), მაგრამ ჯონსონმა სამჯერ შეძლო მეტოქის მოწოდების აღება, ქართველმა – ერთხელ. ეს ერთადერთი ბრეიკი ბასილაშვილმა პირველი წრის სტარტზე გააკეთა და დაწინაურდა, მაგრამ ჯონსონმა ორი ბრეიკით უპასუხა.
დევისის თასის მატჩების ჩათვლით, ნიკოლოზს ერთეულებში ზედიზედ ხუთი წაგება დაუგროვდა.
ბასილაშვილი დელრეი ბიჩში წყვილების ტურნირშიც თამაშობს. მისი პარტნიორი მოლდოველი რადუ ალბოტია, ხოლო პირველი წრის მეტოქეები არიან ფრანგები – ჟერემი შარდი და ფაბრის მარტინი.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, ნიუ იორკის ტურნირის წყვილებში ბასილაშვილმა და ალბოტმა ნახევარფინალამდე მიაღწიეს.