ნიკოლოზ ბასილაშვილმა სანდერლენდის ტურნირზე პირველ  შეხვედრაში გაიმარჯვა #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილმა სანდერლენდის ტურნირზე პირველ შეხვედრაში გაიმარჯვა #1TVSPORT

დიდი ბრიტანეთი, ქალაქი სანდერლენდი ITF-ის 25-ათასიან ტურნირს მასპინძლობს.

მსოფლიო რეიტინგის 595-ე ნომერმა, ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა სანდერლენდის ტურნირი გამარჯვებით დაიწყო.

ბასილაშვილი პირველ შეხვედრაში მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელს, პატრიკ ფოულს დაუპირისპირდა. ქართველმა სპორსტმენმა მეტოქე იოლად, ორ სეტში (7:6, 6:4) დაამარცხა და მერვედფინალის საგზური მოიპოვა.

ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე მერვედფინალში იტალიელ ფაუსტო ტაბაკოსა და პირველ ნომრად განთესილ ფრანგ დან ადიდს შორის გამარჯვებული იქნება.