ბასილაშვილი მეცის ტურნირის მეოთხედფინალში დამარცხდა #1TVSPORT
ბასილაშვილი მეცის ტურნირის მეოთხედფინალში დამარცხდა #1TVSPORT

ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთში, ქალაქ მეცში მიმდინარე ტურნირს გამოეთიშა. მეოთხედფინალში​ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ფრანგი გაელ მონფილსი იყო, ვისთანაც ნიკოლოზმა მატჩი ორ სეტში 3:6, 3:6 დათმო.

აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილმა მეოთხედფინალამდე იტალიელი ჯანლუკა მაგერი და ესპანელი ალეხანდრო დავიდოვიჩ-ფოკინა დაამარცხა.​

ნახევარფინალში​ მონფილსის მეტოქე დანიელ ჰოლგერ რუნესა და ესპანელ პაბლო კარენო ბუსტას შორის გამარჯვებული იქნება.