ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთში, ქალაქ მეცში მიმდინარე ტურნირს გამოეთიშა. მეოთხედფინალშიქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ფრანგი გაელ მონფილსი იყო, ვისთანაც ნიკოლოზმა მატჩი ორ სეტში 3:6, 3:6 დათმო.
აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილმა მეოთხედფინალამდე იტალიელი ჯანლუკა მაგერი და ესპანელი ალეხანდრო დავიდოვიჩ-ფოკინა დაამარცხა.
ნახევარფინალში მონფილსის მეტოქე დანიელ ჰოლგერ რუნესა და ესპანელ პაბლო კარენო ბუსტას შორის გამარჯვებული იქნება.