ნიკოლოზ ბასილაშვილი რომში, 1000-იანი მასტერსის მეორე წრეში გავიდა. საქართველოს პირველი ჩოგანი სასტარტო შეხვედრაში დანიელ ევანსს დაუპირისპირდა. ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქე ორ სეტში ( 7:6 6:2) დაამარცხა.
ქართველი ჩოგბურთელი ბრეიკით ორჯერ ჩამორჩა მეტოქეს და 2:5-ს აგებდა, მაგრამ ევანსს დაეწია, ტაი-ბრეიკზე ზედიზედ ხუთი გათამაშება მოიგო და შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა.