თურქეთში ანტალიას ტურნირზე მეორე მატჩი ჩაატარა ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა.
პირველ სეტში ოდნავ უკეთ ბასილაშვილი თამაშობდა – მას მეტი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, ბრეიკებში 2:1 მოიგო და სეტიც მას დარჩა – 6:4.
მეორე სეტში ლაიოვიჩი დომინირებდა. ბასილაშვილმა მხოლოდ სტარტზე გაუწია წინააღმდეგობა მეტოქეს, მაგრამ 2:2-დან სერბმა ზედიზედ ოთხი გეიმის აღება შეძლო – 6:2.
მესამე პარტიაში აშკარა უპირატესობა ბასილაშვილის მხარეს იყო. ქართველმა შვიდი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და მეშვიდე ცდაზე შეძლო მეტოქის მოწოდების აღება. ბასილაშვილი 6:5 დაწინაურდა და აღარ გასჭირვებია მატჩზე ჩაწოდება – 6:4, 2:6, 7:5 საათი და 55 წუთი ბრძოლის შემდეგ.
ასე რომ ბასილაშვილი მეოთხედფინალშია და იქ ესპანელ ფერნანდო ვერდასკოსა და ჩეხ ირჟი ვესელის შორის მოგებულს შეხვდება.