ბაშარ ასადის მეუღლე ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზით ჰოსპიტალში გადაიყვანეს
ბაშარ ასადის მეუღლეს სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს
ამის შესახებ ინფორმაციას სირიის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
როგორც სოციალურ ქსელ Facebook-ში სირიის პრეზიდენტის კანცელარიის გვერდზეა ნათქვამი, ასმა ასადი ჰოსპიტალიზებულია, რადგან მას ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სიმსივნე ადრეულ სტადიაზე აღმოაჩინეს.
ფოტოზე, რომელიც ამ ინფორმაციას თან ახლავს, აღბეჭდილია სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი, რომელიც მეუღლესთან პალატაში იმყოფება.