მარიამ კობაიძე - ჩემი შვილის პირველი ეტაპის დიაგნოსტირებიდან კლინიკა „ლაიფმედში“ მოვხვდით, სადაც მკურნალობა „სოლიდარობის ფონდმა“ სრულად დააფინანსა
მარიამ კობაიძე - ჩემი შვილის პირველი ეტაპის დიაგნოსტირებიდან კლინიკა „ლაიფმედში“ მოვხვდით, სადაც მკურნალობა „სოლიდარობის ფონდმა“ სრულად დააფინანსა

ჩემი შვილის პირველი ეტაპის დიაგნოსტირებიდან კლინიკა „ლაიფმედში“ მოვხვდით, სადაც მკურნალობა „სოლიდარობის ფონდმა“ სრულად დააფინანსა, – ამის შესახებ ყოფილი პაციენტის მშობელმა, მარიამ კობაიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„შემდეგ, ანალიზი გერმანიაში, კიელის ლაბორატორიაში გაიგზავნა. ამის შემდეგ იაშვილის კლინიკაში გადავედით და მკურნალობა იქ გაგრძელდა, რადგან უკვე ლიმფომა იყო. იქ არანაირი თანხა არ დაგვჭირდა, რადგან მკურნალობა სრულიად უფასოა. ჩვენზე მხოლოდ კვება იყო. ბოლოს, როცა ქიმიოთერაპიის ფონზე ორგანიზმში ინფექცია, სოკოვანი ბაქტერია მოხვდა, „სოლიდარობის ფონდისა“ და „დიტო ცინცაძის ფონდის“ თაოსნობით მედიკამენტების მობილიზება მოხდა, რომლებიც სამწუხაროდ, საქართველოში არ გვაქვს“, – განაცხადა კობაიძემ.