„ბარსელონა“ სერიოზულ ინტერესს იჩენს „ზალცბურგის“ ახალგაზრდა ფორვარდით ქარიმ ადეიემით. ამის შესახებ დაწერა გამოცემა Sport1.de-მ.
კატალონური კლუბი აპირებს ამ კვირას 19 წლის გერმანელის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო შესთავაზოს ავსტრიულ კლუბს.
ფეხბურთელზე ასევე პრეტენზიას აცხადებს „დორტმუნდი“ რომელიც მზად არის 35 მილიონის გადასახდელად. თავად ადეიემის ხუთწლიან კონტრაქტს შესთავაზებენ.