„დორტმუნდმა“ ადეიემის ბრწყინვალე გოლით „ჩელსის“ მოუგო - ჩემპიონთა ლიგა, 1/8 ფინალი, პირველი მატჩი [ვიდეო] #1TVSPORT
„დორტმუნდმა“ ადეიემის ბრწყინვალე გოლით „ჩელსის“ მოუგო - ჩემპიონთა ლიგა, 1/8 ფინალი, პირველი მატჩი [ვიდეო] #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა.

დორტმუნდში „ბორუსიამ“ 1:0 დაამარცხა „ჩელსი“. ერთადერთი გოლი მეორე ტაიმში ქარიმ ადეიემიმ  გაიტანა.

„ჩელსი“ ფლობდა სათამაშო უპირატესობას – 8 ზუსტი დარტყმა შეასრულა „დორტმუნდის“ 2 ზუსტი დარტყმის წინააღმდეგ.

„დორტმუნდმა“ 2023 წელს მეშვიდე ოფიციალური მატჩი ჩაატარა და ყველა მოიგო, „ჩელსის“ კი ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია და ბოლო ცხრა მატჩში მხოლოდ ერთი მოგება აქვს.

აღსანიშნავია, რომ „დორტმუნდმა“ 2016 წელის შემდეგ პირველად დაამარცხა ევროტურნირებზე ინგლისური კლუბი.

განმეორებითი შეხვედრა ლონდონში 7 მარტს გაიმართება.