გამოქვეყნდა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეების განახლებული სია #1TVSPORT
გამოქვეყნდა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეების განახლებული სია #1TVSPORT

ცნობილი ვებგვერდი Transfermarkt ერთადერთი ინტერნეტრესურსი არ არის, რომელიც ფეხბურთელთა ღირებულების შესახებ ავრცელებს მონაცემებს. ასევე პოპულარულია ვებგვერდი Football Benchmark (FB), რომელიც სპეციალიზდება ფეხბურთის ფინანსურ ასპექტებზე. მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას, Football Benchmark-მა წარმოადგინა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეების განახლებული სია.

პირველი ორი პოზიცია, როგორც მოსალოდნელი იყო, კილიან მბაპემ („პარი სენ-ჟერმენი“/230.1 მილიონი ევრო) და ერლინგ ჰალანდმა („მანჩესტერ სიტი“/143.8) დაიკავეს. ფეხბურთელებმა ბრწყინვალე სტატისტიკით ხანგრძლივი კონტრაქტები გააფორმეს თავიანთ კლუბებთან.

ოდნავ მოულოდნელი იყო ფილ ფოდენის („მანჩესტერ სიტი“/140.2) მესამე ადგილი, თუმცა ის ინგლისის ჩემპიონის ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეა და ზედიზედ ორჯერ აღიარეს პრემიელიგის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად.

ათეულში ასევე მოხვდა ორი ფეხბურთელი ლა ლიგადან – ვინისიუსი („რეალი“/135.8) და პედრი („ბარსელონა“/101.5).

უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების ტოპ-ათეულში მხოლოდ ორია 25 წელზე ზემოთ.

მსოფლიოს ყველაზე ძვირი ფეხბურთელების TOP10:

  1. კილიან მბაპე (პსჟ/23 წლის) – 230.1 მლნ. ევრო
  2. ერლინგ ჰალანდი (მანჩესტერ სიტი/21 წლის) – 143.8
  3. ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი/22 წლის) – 140.2
  4. ვინისიუსი (რეალი/21 წლის) – 135.8
  5. ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი/19 წლის) – 116.2
  6. ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული/23 წლის) – 112.9
  7. პედრი (ბარსელონა/19 წლის) – 101.5
  8. რუბენ დიასი (მანჩესტერ სიტი/25 წლის) – 100.6
  9. ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერ იუნაიტედი/27 წლის) – 100.4
  10. ჰარი კეინი (ტოტენჰემი/28 წლის) – 100.3

 

რაც შეეხება 21 წლამდე ფეხბურთელთა შორის ყველაზე ძვირადღირებულებს, აქ ტოპ-ათეულში სამი წარმომადგენელი ჰყავს „ბარსელონას“ და ორი – „დორტმუნდს“:

  1. ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი/19 წლის) – 116.2
  2. პედრი (ბარსელონა/19 წლის) – 101.5
  3. ბუკაიო საკა (არსენალი/20 წლის) – 84.0
  4. ანსუ ფატი (ბარსელონა/19 წლის) – 71.6
  5. ჯამალ მუსიალა (ბაიერნი/19 წლის) – 69.8
  6. ედუარდო კამავინგა (რეალი/19 წლის) – 65.0
  7. იოშკო გვარდიოლი (ლაიპციგი/20 წლის) – 63.7
  8. ქარიმ ადეიემი (დორტმუნდი/20 წლის) – 46.1
  9. ნუნუ მენდეში (პსჟ/20 წლის) – 45.8
  10. გავი (ბარსელონა/17 წლის) – 45.1